თუ ბრალდება დადასტურდება, მნიშვნელოვანი რყევები მოჰყვება - აქუბარდია კოქსის შესაძლო აგენტობაზე
როგორ მოხდა, რომ ქვეყანაში არჩევნებს რუსეთის აგენტი აკვირდებოდა. სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ოპოზიცია კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ეს გამოძება მნიშვნელოვანი ბრალდებაა და თუ ეს დადასტურდება, მაშინ ქვეყანაში შესაძლოა მნიშვნელოვანი რყევები მოხდეს.
დოსიეს ეს გამოძიება არის მნიშვნელოვანი ბრალდება, რომელსაც, ვფიქრობ, რომ მოჰყვება დამატებითი გამოძიება და შესაძლებელია, ასევე გამოძიების დასრულების შემდგომ, თუ ეს ბრალდება დადასტურდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი რყევები მოხდეს. ვფიქრობ რომ ამაში საქართველო არის მხოლოდ ერთი პატარა რგოლი“. - ამბობს აქუბარდია.
ევროპული გამოცემა ,,ობზერვერის" ჟურნალისტური გამოძიება - საქმე ეხება კაცს, რომელმაც 2020 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები სერიოზული დარღვევების მიუხედავად კონკურენტუნარიანად შეაფასა და თქვა, რომ კენჭისყრის დღეს ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო. ევროპის საბჭოს სადამკვირებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა ტინი კოქსმა ყველა დარღვევაზე თვალი დახუჭა. მითითებებს კი, როგორც ჩანს რუსეთის დაზვერვისგაან იღებდა.
გაჟღერებულ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა თავად კოქსი და მას ,,ყალბი და უსაფუძვლო" უწოდა.