როგორ აღმოჩნდა რუსული ტანკერი ფოთის პორტში? -ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია

17.09.22 15:06
როგორ აღმოჩნდა რუსული ტანკერი ფოთის პორტში? -ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია

როგორ აღმოჩნდა რუსული ტანკერი ფოთის პორტში? -ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია.

უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ფაქტობრივად ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ხშირად შემოდის სანქცირებული ტვირთი, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან მათი აღკვეთა ხდება.

ვებრძვით იმ დონეზე, რომ პატარა კონტრაბანდის დონეზეც არ იყოს ეს ინციდენტები. აქაც მობილიზებულები ვართ და ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის უზარმაზარი საფრთხე. მარტივად გეუბნებით, როდესაც ითქმება, რომ იყო მცდელობა, აღკვეთილი იქნა და არ გატარებულა. ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებადია. ვიღაცა გამოვიდა და განაცხადა, რომ არა ეს ასე არ არის და სხვანაირად არის, ეხლა დავდგეთ და პასუხები გავცეთ ამაზე, მემგონი არ არის კორექტული“. - ამბობს სარჯველაძე.
 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი მართლაც შემოვიდა და მართლაც დაიცალა ტვირთი პორტში. თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში

ტანკერი „კალიოპე“ ფოთის პორტში 2 დღის წინ შემოვიდა. 

ბოლო თვეებია საქართველოს სანტრასპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად და შავ ხვრელად იქცა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსული გემი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შემოდის და ტვირთი შემოაქვს.

 

 

მსგავსი სიახლეები