ხელისუფლებამ თავიდანვე ზუსტად იცის, რა ტვირთი შემოდის - დოლიძე ფოთის პორტში შემოსულ რუსულ გემზე

17.09.22 15:31
ხელისუფლებამ თავიდანვე ზუსტად იცის, რა ტვირთი შემოდის - დოლიძე ფოთის პორტში შემოსულ რუსულ გემზე

როგორ აღმოჩნდა რუსული ტანკერი ფოთის პორტში? – „ენმ“-ს წევრის ბაჩო დოლიძის თქმით, ხელისუფლებამ თავიდანვე კარგად იცის, თუ რა ტვირთი შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე.

„თავიდანვე ზუსტად იციან, რა ტვირთი შემოდის, აღნიშნული ტვირთის შემოწმება თეორიაშიც კი არ ხდება. უბრალოდ, თუ დაინახეს, რომ გახმაურდა, მერე ხდება თავიანთი მხრიდან ავტომატური პასუხების მიცემა. ვერც ერთი ტანკერი ვერ დატოვებს დანიშნულების ადგილს, თუ თავიდანვე არ არის მითითებული რომელ პორტში მიდის აღნიშნული ტვირთი, თავიდანვე ტვირთი გამოწერილი იქნება კონკრეტულ კომპანიაზე, რომელიც ამ შემთხვევაში საქართველოში იქნება რეგისტრირებული. თავიდანვე მითითებულია მინიშნებული დანიშნულების ადგილი. აქ, ჩვენი ხელისუფლება ხვდება აღნიშნულ ტვირთს, უყალბებს, პირდაპირ გეუბნებით საბუთებს და მერე უკვე გაპრავებული გზით ხდება მესამე ქვეყანაში გადამისამართება“. - ამბობს დოლიძე.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი მართლაც შემოვიდა და მართლაც დაიცალა ტვირთი პორტში. თუმცა ამბობს, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში

ტანკერი „კალიოპე“ ფოთის პორტში 2 დღის წინ შემოვიდა. 

ბოლო თვეებია საქართველოს სანტრასპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად და შავ ხვრელად იქცა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსული გემი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შემოდის და ტვირთი შემოაქვს.

 

 

მსგავსი სიახლეები