ოპოზიციის კონსულტაციები ქუთაისში - ცენტრალური საკითხი სახალხო დამცველის არჩევაა

17.09.22 17:07
ოპოზიციის კონსულტაციები ქუთაისში - ცენტრალური საკითხი სახალხო დამცველის არჩევაა

ოპოზიცია რეგიონებში გადის. პირველი გაჩერება ქუთაისია. 

NDI-ის საგანგაშო კვლევის შემდეგ, ოპოზიცია ახალ საბრძოლო სტარტეგიაზე მუშაობას იწყებს და ხალხთან ერთად ფიქრობს, რა უნდა გაკეთოს ქვეყანამ რომ 12 ევროპული რეკომენდაცია დროულად შესრულოს.

დილიდან სამი ოპოზიციური პარტია „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ქუთაისში კონსულტაციებს და შეხვედრებს მართავს. დახურულ კარს მიღმა აუდიენციის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი სახალხო დამცველის არჩევაა.

გიორგი ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სახალხო დამცველის კანდიდატებიდან ღირსეულთა შორის ღირსეულს დაუჭერს მხარს.

არსებობს ერთადერთი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სრულიად ოპოზიცია ჩაერთო. სამოქალაქო სექტრომა დაიწყო კანდიდატების შერჩევა. ჩვენ ყველამ, პირობა დავდეთ, რომ სწორედ იმ კანდიდატებიდან ღირსეულთა შორის ღირსეულს დავუჭერდით მხარს. მე ეს სხვა ნაბიჯები, რაც სხვებმა გადადგეს არ მესმის, თორემ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვართ თანმიმდევრული“. - ამბობს გიორგი ვაშაძე.

სახალხო დამცველის კანდიდატურის ვინაობა მომდევნო კვირაში გასაჯაროვდება 
 

მსგავსი სიახლეები