ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სუსის დისკრედიტაციას ცდილობს - თალაკვაძე ფარულ მოსმენებზე
ოპოზიციის ლიდერების თვალთვალსა და მოსმენებზე "ქართული ოცნება" გამოძიების დაწყებას არ აპირებს. პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ათობით მსხვერპლს ურჩევს დაწერონ განცხადება და თავად მოიძიონ მტკიცებულებები პროკურატურაში წარსადგენად.
უნდა გამოიჩინოთ კეთილი ნება და მტკიცებულებები თავისი წყაროებით უნდა წარადგინოთ საგამოძიებო უწყებაში. მხოლოდ ასეა შესაძლებელი და არა ტელესერიალებით, თუ რაიმე უკანონობას აქვს ადგილი, რომ ამას სამართლებრივი პასუხი გაეცეს. ოპოზიციის კონტროლირებადი მედია ცდილობს სახელმწიფო უსაფართხოების სამსახურის ასევე, სამართალდამცავ სტრუქტურების თანდიმემდვრულად, მიზანმიმართულად დისკრედიტაციას და რა თქმა უნდა, ყველას ინტერესშ შედის, რომ თქვენ თუ გაქვს მტკიცებულებები და ასევე, კეთილი ნება, რომ წყაროები დაასახელოთ, რომ ამ ყველაფრის გადამოწმება მოხდეს, მიიტანოთ და მიმართოთ საგამოძიებო უწყებას, - თქვა თალაკვაძემ.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლიანი ისტორიის განმავლობაში, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.