ოპოზიციის ლიდერების თვალთვალი და პარტიებში ჩანერგილი აგენტები - "ოცნებას" მტკიცებულებების არ სჯერა
ოპოზიციის ლიდერების თვალთვალი და პარტიებში ჩანერგილი აგენტები - პარლამენტის თავმჯდომარეს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული სუს-ის კრეფსების არ სჯერა და მეტ მტკიცებულებას ითხოვს.
შალვა პაპუასვილის განცხადებით, "მედია გატაცებულია თვითონ იყოს ბრალმდებელი, ადვოკატი, მოსამართლე და სასჯელის აღმსრულებელიც".
ჩვენ სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას და ეს განსაკუთრებით მომატებულია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
ფიქრობ, ზოგადადმათ შორის მედიაში, გატაცებული არის, რომ თვითონ იყოს ბრალმდებელი, ადვოკატი, მოსამართლე და სასჯელის აღმსრულებელიც. ვფიქრობ, ამ გატაცების მიყოლას სჯობს, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მსჯელობდეს"- განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის ლიდერების თვალთვალსა და მოსმენებზე "ქართული ოცნება" გამოძიების დაწყებას არ აპირებს.