საგამოძიებო კომისია, ფაქტობრივად, შექმნილია - ოპოზიციას საჭირო 51 ხმა უკვე აქვს
რატომ ხვდებოდა "ეფესებს" ლიდერებს ივანიშვილის დავალებით ვახტანგ გომელაური - პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ფაქტობრივად, შექმნილია. საჭირო 51 ხელმოწერა ოპოზიციას უკვე აქვს და ზუსტად 15:00 საათზე პარლამენტში შეიტანენ.
საგამოძიებო კომისიის მიზანი "ქართული ოცნების" რუსული კავშირების გამოძიება იქნება. კითხვებზე პასუხიების გაცემა საქათველოს ხელისუფლება მაინც მოუწევს, რადგან კომიისთვის ინფორმაციის მიწოდება მათი პირდაპირ მოვალეობაა.
ეს კომისია ძალიან ბევრ რამე გადაწვდება, იმიტომ, რომ რეალურად ამ საქმის დოკუმენტაცია მოდის თავად სუსიდან და მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამდებობის პირისგან,. თუ ეს კომისია არ შედგა, ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ყველა გამოამჟღავნებს თავის თავს, არის თუ არა ხელისუფლებასთან შეკრული, პირდაპირ ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ არ არსებობს ლოგიკური, ჯანსაღი არგუმენტი, რომ ვინმემ თქვას ამ კომისიაზე უარი, - თქვა გოცირიძემ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა პარტია "საქართველოსთვისაც".
როდესაც „ქართული ოცნების“ უმაღლეს თანამდებობის პირები გამოდიან და ასე, უაპელაციოდ, ისე, რომ წარმოდგენა არ აქვთ, დარწმუნებული ვარ, თავად მათ, იყო თუ არა მსგავსი შეხვედრა ან ასეთი შეხვედრა თუ იყო, რა იყო შეხვედრის არსი, თავად არ იციან ეს და ასე უაპელაციოდ ამბობენ, რომ ეს არის ჭორაობა, ეს არის ის არაადექვატური რეაქცია,მ რის გამოც ჩენ შევუერთდით, ფაქტობრივად, ვეხმარებით ჩვენს კოლეგებს, რომ საბოლოოდ, ჯამური რაოდენობა შედგეს, - ამბობს ანა ბუჩუკური.
"ქართული ოცნება" კი ირწმუნება, რომ მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს, აბსურდულია.
რამდენი ხანი გრძელდება უკვე ს რღაც განცხადებები გოგაშილის მხრიდან და საბოლოო ჯამში, ინტერესიც ვერ გამოიწვია, ისეთ აბსურდზე საუბრობს. სადაც არის აბსურდი, იქ რა თქმა უნდა, ვერ ვედავთ ჩვენ საგამოძიებო კომისიის შემქნის საჭიროებას. ეს არის ჩვენი პოზიციის საფუძველი. შექმნანა და ნახავე, რეალურად დადსტურდება ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი არის აბსურდი, ცარიელი ჭორაობა. ორი წელი გვეხვეწებოდა დასაქმებას და ამბობს, რომ თითქოს ჩვენ ფული და სამსახური შევაძლიეთ. არ ვიცი, რა არის აქ გასამოძიებელ, თუ ვინმეს უნდა გამოძიება, ღმერთმა ხელი მოუმართოს, - თქვა პარტიის თვამდჯომარემ ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს და სოსო გოგაშვილის განცხადებებს ეხება, რომლის თანახმადაც, შს მნისტრი ვახტანგ გომელაური და სუსის მაღალჩინოსნები რუსეთი უსაფრთხოების თანამშრომლებს ფარულად ხვდებობდნენ.