მოსმენების სკანდალი - ხელისუფლება ხუთი დღეა დუმს
ფარული მიყურადება, მოსმენა და თვალთვალი - „შაბათის ეთერში“ გასული სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ მე-5 დღე გადის და ხელისუფლება ჯერ კიდევ დუმილის რეჟიმშია.
„ტვ პირველის“ ეთერში გასაჯაროვებული პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე სიტემურ დანაშაულზე ღარიბაშვილის ხელისუფლება გამოძიებასაც კი არ იწყებს. უკანონო თვალთვალის მსხვერპლი პოლიტიკოსები კი სარჩელის ევროსასამართლოში გასაგზავნად ამზადებენ.
ოპოზიცია დარწმუნებულია, ეს არის ხელისუფლების დუმილი არის პირდაპირი პასუხი რომ სწორედ მათი დაკვეთით ხდებოდა ეს ყველაფერი.
„ენმ“-ს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, საქართველოში დიქტატურული რეჟიმია და სუს-ი ყველას მოსმენასა და თვალთვალს ახორციელებს.
„ტვ პირველის“ ამ მტკიცებულებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს, საქართველოში ყველას უსმენენ. დღეს, საქართველოში ფაქტობრივად დიქტატურული რეჟიმია და სუს-ი ახორციელებს მხოლოდ პოლიტიკური დიქტატურის რეჟიმს. არა სახელმწიფო უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოების, არამედ თითოეული მოქალაქის დამორჩლება, თვალთვალი და მოსმენა არის მათი მთავარი პრიორიტეტი, იმისათვის, რომ უზრუნველყონ ოლიგარქის უსაფრთხოება“. - ამბობს ბეჟაშვილი.