გუშინაც იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ მორიგი „წარმატებული“ ყაჩაღობა განხორციელდებოდა - ირაკლი კობახიძე

21.09.22 13:38
 გუშინაც იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ მორიგი „წარმატებული“ ყაჩაღობა განხორციელდებოდა - ირაკლი კობახიძე

გუშინ, იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ მორიგი „წარმატებული ყაჩაღობა“ განხორციელდებოდა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა. 

მისი თქმით,  დანაშაული უფრო მძიმედ იყო დაგეგმილი, ვიდრე აქამდე მომხდარი მსგავსი შემთხვევები.

ბუნებრივია, გამოწვევები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აქვს და საქართველო არ არის გამონაკლისი ქვეყანა. გუშინ იმედი ჰქონდა ზოგიერთ ტელევიზიას, რომ მორიგი „წარმატებული ყაჩაღობა“ განხორციელდებოდა, თუმცა ჩვენ გვქონდა პოლიციელების იმედი და პოლიციამ უმაღლეს დონეზე იმოქმედა და აღკვეთა ეს დანაშაული, რომელიც გუშინ იყო ჩადენილი და დაგეგმილი. 

მთავარია, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს როგორც პრევენციული, ისე პოსტ-ფაქტუმ შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღეს ეს სამინისტრო გამართულად მუშაობს. ეს გუშინდელ მაგალითზეც გამოჩნდა“, - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები