მურუსიძის თქმით, გოგაშვილი მის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და კომპრომატების გასაჯაროებით ემუქრებოდა - სიმონიშვილი

21.09.22 14:15
მურუსიძის თქმით, გოგაშვილი მის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და კომპრომატების გასაჯაროებით ემუქრებოდა - სიმონიშვილი

ლევან მურუსიძე სოსო გოგაშვილს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს  - მოსამართლის მიერ  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შესახებ ინფორმაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის" თავმჯდომარემ გაავრცელა. 

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვართ ახლა და ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი მის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და სუს-ის მოპოვებული კომპრომატების გასაჯაროებით ემუქრებოდა, თუ აღკვეთის ღონისძიებას არ შეუცვლიდნენ. მით უმეტეს არაა გამორიცხული, ბესო ალავიძეზე ან სხვა მოსამართლეებზე ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, როცა გოგაშვილი თანამდებობაზე იყო. არაა გამორიცხული, რაიმე ახალი ფაილები სასამართლოზე ვიხილოთ და ამით თავის დაცვას ცდილობდნენ.

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ პარლამენტს არ აინტერესებს, შეისწავლოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები", - წერს ნიკა სამხარაძე. 

მსგავსი სიახლეები