არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია - კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე

21.09.22 14:48
არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია - კობახიძე 19 აპრილის შეთანხმებაზე

19 აპრილის შეთანხმება - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანულირებულ შეთანხმებას ვერავინ დაუბრუნდება.

„რაც შეეხება 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებას, რომელიც ანულირებულია მათ გამო, რომ 100 დღე არ აწერდნენ ამ დოკუმენტს ხელს, რა თქმა უნდა, ასეთ შეთანხმებას ვერავინ ვერ დაუბრუნდება... ანულირებულ შეთანხმებას როგორ დავუბრუნდეთ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, არ დავუბრუნდებით, ანულირებულია, დამთავრებულია, წარსულია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით „ბაზისურ მიდგომებს“ სთავაზობენ. 

მსგავსი სიახლეები