35 წლის ბიზნესმენს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი, მკვლელმა ტერიტორია მოპარული ავტომობილით დატოვა

21.09.22 15:15
35 წლის ბიზნესმენს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი, მკვლელმა ტერიტორია მოპარული ავტომობილით დატოვა

"ტვ პირველმა" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მომხდარი საზაელი მკვლელობის დეტალები გაარკვია - 35 წლის აიდინ  ჰამზაევს 10 -ზე მატი ტყვია აქვს მოხვედრილი. ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ, ნიღბიანმა დამნაშავემ ტერიტორია მოპარული ავტომობუილით დატოვა. 

პოლიციამ უკვე ამოიღო სათვალთთვალო კამერები, თუმცა როგორც "პირველებს" თვითმხილველები უყვებიან, ჩანაწერით თავდამსხმელის იდენთიფიცირება თითქმის შეუძლებელია. 

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული აიდინ ჰამზაევის კუთვნილი მაღაზიის გვერდით მდებარე ლუდის ბარში ქეიფობდა. 

"პირველების" ინფორმაციით, შსს მკვლელობის შესაძლო მოტივად წარსულში არსებული უთანხმეობასაც განიხილავს. ერთ-ერთივერსიით,  მოკლული რამდენიმე თვის წინ ყაჩაღიობის მსხვერპლი გახდა და მას პოლიციაში განცხადებაც ჰქონდა დაწერილი. 

"პირველების" ინფორმაციით, პოლიციას ძებნაზე ჰყავს დასმული ვერცხლისფერი "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელითაც მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა. 

მსგავსი სიახლეები