ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ახალი მიგრაციის შესაჩერებლად ვიზის დაწესებას ითხოვს

21.09.22 17:27
ოპოზიცია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ახალი მიგრაციის შესაჩერებლად ვიზის დაწესებას ითხოვს

საქართველოში  ჩამოსასვლელად რუსეთის კიდევ ათასობით მოქალაქე ემზადება. რუსეთის ფედერაციიდან თავის დაღწევას ხალხი მას შემდგე ცდილობს,  რაც პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსი უფლებადამცველების ინფორმაციით, ხალხი ცდილობს, საომარ მოქმედებებს თავი ქვეყნიდან გაქცევით დააღწიოს. 

ახლა ჩვენი ქვეყნა რუსეთის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსახლების  ახალი ტალღის მოლოდინშია - ამიტომ ოპოზოცია სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს.

უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირეებში ჩვენ ალბათ ვნახავთ ძალიან დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ცდილობს, საკუთარი ქვეყანა დატოვოს. 

იმ პირობებში, როცა ევროკავშირმა გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, ხოლო რამოდენიმე სახელმწიფომ საერთოდ დახურა საზღვარი მათთვის. 

საქართველო დღეს რჩება ყველაზე მარტივ ადგილად, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩამოსვლა და ერთი წლის განმავლობაში აქ დარჩენა - განაცხადა ,,ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები