უკრაინაში მიმდინარე ჯოჯოხეთს გავლენა აქვს საქართველოზეც, ვიცი, რომ ქართველ ხალხსსაც განუცდია ეს ტანჯვა - მარინა კალიურანდი
თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი ამბობს, რომ დღევანდელ დისკუსიაში უკრაინის საკითხს გვერდს ვერ აუვლიდნენ.
ევროპარლამენტარის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომს აქვს გავლენა საქართველოზეც
რა თქმა უნდა დღევანდელ დისკუსიაში ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით უკრაინის საკითხს. როგორც ხედავთ, მე უკრაინის დროშის ფერებში ვატარებ პეპელას, ჩვენ გავიგეთ პრეზიდენტ პუტინის განკარგულების შესახებ მობილიზაციასთან დაკავშირებით. ასევე უკანონო არალეგალური რეფერენდუმების შესახებ დონეცკში, ლუგანსკსა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში. უკრაინის ომს აქვს გავლენა არამხოლოდ უკრაინაზე, რომელიც მისი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მე მქონდა პრივილეგია ვწვეოდი კიევს აპრილში ასევე ვიყავი ბუჩაში. ამ ომს აქვს გავლენა საქართველოზეც და მე ვიცი, რომ ქართველ ხალხს განუცდია ეს ტანჯვა და უდიდესი დანაკგი ომისა და ოკუპაციის პერიოდში.
მე აქ ვარ იმისთვის, რომ გაგიმეოროთ - თქვენ არასდროს აღიარებთ რუსულ ოკუპაციას, თქვენ დაიცავთ თქვენს ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს და ამის გამეორებას გავაგრძელებ მანამ სანამ ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება და საქართველოს კონტროლქვეშ არ იქნება. მაგრამ დღეს იმაზე მეტად ვფიქრობთ უკრაინელებზე ვიდრე აქამდე. იმ ჯოჯოხეთზე რასაც ისინი გადიან. მე ამაყი ვარ რომ ამერიკა მხარს უჭერს უკრაინას