მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა

04.03.21 11:01
მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა

მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურემ მორიგეობის დროს თავი თავისივე იარაღიდან მოიკლა. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მიზეზი პირადი მოტივებია.თუმცა არსებობს ეჭვი, რომ  სამხედროს დაპირისპირება სამხედრო მეთაურთან  ჰქონდა.

ტვ პირველის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცები გააფრთხილა არ ილაპარაკონ ვაზიანში მომხდარი რიგითის თვითმკვლელობის ფაქტზე. 

ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი ამ ბაზაზე 2018 წელსაც დაფიქსირდა.მაშინ ერთ-ერთი რიგითი სასტიკად სცემეს ამავე ბაზაზე. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.