ლარსის გამშვები პუნქტი პარალიზებულია - საზღვართან რუსეთის მოქალაქეების მანქანების კილომეტრიანი საცობია

22.09.22 11:04
ლარსის გამშვები პუნქტი პარალიზებულია - საზღვართან რუსეთის მოქალაქეების მანქანების კილომეტრიანი საცობია

საქართველოს საზღვართან რიგში მდგომი რუსეთის მოქალაქეების რუსულ ნომრიანი მანქანების კილომეტრიანი საცობია.  სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ჩანაწერებზე კარგად ჩანს, თუ რამდენი ავტომობილი ცდილობს საზღვართან მოახლოებას.

ლარსის ნეიტრალურ ტერიტორიაზე პუტინის რეჟიმს გამოქცეულმა მოქალაქეებმა მთელი ღამე გაათენეს. უმეტესობას საზღვრის გადმოკვეთა ფეხით უწევს, რადგან ჰყვებიან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მამაკაცების შემოშვება გართულებულია. იყო შემთხვევა, რომ რამდენიმე უკან გააბრუნეს.

"საზღვარი ღიაა, მაგრამ უშველებელი რიგებია. 3 დღე და ღამე ვიდექი. მე კიდევ გამიმართლა, რომ მანქანის გარეშე ვიყავი. სამარშურო ტაქსს მოვყვებოდი, ჩამოვედი და ფეხით გადმოვკვეთე საზღვარი. საქართველოში მცხოვრები ახლობლებიც დამეხმარნენ რომ გადმოვსულიყავი. საბაჟოზე კონტროლი გამკაცრებულია, ძალიან ბევრ კითხვას გვისვამენ მებაჟეეები და ამას მიაქვს დიდი დრო. უამრავი ადამიანია, ბავშვი და ქალია აქეთ გადმოსვლის მსურველი, რომლებიც ახლა იქ თავიანთ რიგს ელოდებიან"

"მანქანა დავტოვეთ დაფეხით ვამჯობინეთ წამოსვლა. იქ საოცრება ხდება. ნეიტრალურ ტერიტორიაზე უამრავი მანქანაა გაჩერებული. რიგებს საბაჟოზე კონტროლი ქმნის. საათობით კითხავენ შემომსსვლელბს. რუსეთიდან მობილიზაციის გამო ტოვებენ რუსეთს ადამიანები, მე პირადად მანამდე მქონდა დაგეგმილი წამოსვლა. ავიაბილეთები საერთოდ აღარ იყიდება, ამიტომ ახლა ყველაა ხმელეთით ცდილობს წალოსვლას"- აცხადებენ რუსეთის მოქალაქეები. 

მსგავსი სიახლეები