განგაშის საფუძველს იძლევა - ნინო ბურჯანაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ ნაკადზე

22.09.22 11:34
განგაშის საფუძველს იძლევა - ნინო ბურჯანაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ ნაკადზე

,,ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, საქართველოში რუსი ტურისტების  რაოდენობის მკვეთრად მატებას აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი განგაშის საფუძველს იძლევა.

ტურისტი, თუ ის მართლა ტურისტია, არ შეიძლება, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ტურისტი და ვინ-არა. 

როცა ასეთი ვითარებაა ქვეყანაა, ეს ბუნებრივია, განგაშის საფუძველს იძლევა - აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ,  ქვეყანა ნებისმიერი გზით დატოვონ. პირველ რიგში, ისინი საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში მიდიან, სადაც სავიზო რეჟიმი გამარტივებულია. 

მსგავსი სიახლეები