"ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება თუ არ არის ახლობელი" - მოსამართლეები ნეპოტიზმზე ალაპარაკდნენ
ნეპოტიზმი სასამართლო სისტემაში - საქართველოს "სასამართლოს გუშაგმა" 30 ინტერვიუ ჩაწერა მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებთან.
კვლევით დადგინდა, რომ ნეპოტიზმი სასამართლოებში სისტემური და მზარდია. ირკვევა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეების შერჩევისას არაფორმალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ.
"ლოიალური და მართვადი"- ასე უნდა ხასიათდებოდეს კანდიდატი, ვინც სასამართლო კლანის გულის მოგებას შეძლებს.
სასამართლო გუშაგთან" ინტერვიუს დროს სისტემის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ სისტემაში დანიშვნა მხოლოდ ახლობლობით და ნათესაობით ხდება.
"ჩემს სასამართლოში, ვიტყოდი, ესეთ შედარებას მოვიყვანდი, რომ აი, ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება, თუ არ არის ნათესავი, ახლობელი, მეგობრის შვილი, ნათელ-მირონი. ჩემს სასამართლოში რაც ხდება, ზუსტად ვიცი, თუმცაღა არ არის ეს მარტო ჩემს სასამართლოში, ეს არის მასშტაბური. შეხევა გვაქვს ერთმანეთთან ამ საკითხების განხილვა ხდება" - ნათქვამია სასამართლოს თანამშრომელის ინტერვიუში.
"უარესობისკენ წავიდა ნამდვილად საქმე, უფრო და უფრო უკვე რთული გახდა და ახლა საერთოდ შეუძლებელი მგონია - მითუმეტეს, მოსამართლის პოზიციაზე ვიღაცის დახმარების გარეშე, საერთოდ შეუძლებელი მგონია, რომ ვინმე შეიძლება მოხვდეს ამ პოზიციაზე ან იუსტიციის უმაღლეს სკოლაშიც კი ჩააბაროს" - ამბობს მოსამართლე