როცა კომისია შეიქმნება, გამოვიძიებთ, რეალურად, რა დონის სახელმწიფო ღალატთან გვაქვს საქმე - ბეჟაშვილი

22.09.22 13:46
როცა კომისია შეიქმნება, გამოვიძიებთ, რეალურად, რა დონის სახელმწიფო ღალატთან გვაქვს საქმე - ბეჟაშვილი

ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის ინიციატივა უკვე დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი საბოლოო ეტაპზეა. უახლოეს დღეებში საკითხი კენჭისყრაზე დადგება. 

51 დეპუტატის მხარდაჭერით ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაიბაროს მაღალჩინოსნები და მთავრობის რუსეთთან კავშირები უნდა გამოიძიოს. 

ენმ-ს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, როდესაც კომისია საბოლოოდ შეიქმნება, გაიშლება ფართომასშტაბიანი მუშაობა და გამოძებულ იქნება, თუ რა დონის სახელმწიფო ღალატთან გვაქვს საქმე.

ინიციატივა საგამოძებო კომისიის შექმნის შესახებ შეისწავლის შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ მედიაში გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის საფუძველზე. ამავდროულად, საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნები დაგროვდა უშიშროების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, მოსმენების და თვალთვალის თვალსაზრისით. დაველოდებით კენჭისყრას და როცა შეიქმნება ეს კომისია გაიშლება ფართომასშტაბიანი მუშაობა, რომ გამოვიძიოთ, რეალურად, რა დონის სახელმწიფო ღალატთან გვაქვს საქმე".- ამბობს ბეჟაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები