რეპრესიები სამინისტროში და "გელათის" ირგვლივ შექმნილი ვითარება - წულუკიანს პარალმენტში ელოდებინ

22.09.22 14:05
რეპრესიები სამინისტროში და "გელათის" ირგვლივ შექმნილი ვითარება - წულუკიანს პარალმენტში ელოდებინ

რეპრესიები და ათობით გათავისუფლებული თანამშრომელი კულტურის სფეროდან - რატომ გამოუცხადა თეა წულუკიანმა საბჭოთა კავშირის მეთოდებით ბრძოლა ხელოვანებს, მწერლებს და მუზეუმის თანმშომრლებს? დღეს კულტურის მინისტრს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს. თეა წულუკიანი პარალმენტში ერთ საათში მივა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ძირითადი კითხვები შეეხება იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რაც წულუკიანმა კულტურის სფეროში გაატარა. 

"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, კადრების წმენდასთან ერთად მისი მთავარი კითხვა თეა წულუკიანთან გელათის გარშემო შექმნილი ვითარება იქნება.

თეა წულუკიანთან ბევრი შეკითხვაა, ჩემთვის პრიორიტეტული საკითხი იქნება გელათის გარშემო შექმნილი ვითარება. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, რა აქვს სათქმელი კულტურის მინისტრს იმასთან დაკავშირებით, რომ უმოწყალო კადრების წმენდა ჩაატარა შესაბამის სისტემაშ. პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა ძირითადად თანამშრომლები". - ამბობს სამადაშვილი.
 

ცნობისთვის, "გელათის" ტაძრის მდგომარეობა საგანგაშოა. ოპოზიცია მოითხოვს კულტურულ ძეგლთან  დაკავშირებით გამოქვეყნდეს ის ანგარიშები, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა ტაძრის რეაბილიტაციასა და რესტავრაციასთან დაკავშირებით დადეს.

თეა წულუკიანს პარლამენტში 3 საათზე ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები