მელია აცნობიერებს, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან - თალაკვაძე
ნიკა მელია დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯომარე თავდაცვის ყოფილ მინიტრს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში გულწრფელობას უწუნებს და ფიქრობს რომ კეზერაშვილი პოლიტიკისგან უნდა დისტანცირდეს.
მელიას ამ განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელია და მისი მიმდევრები აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ კონფლიქტებზე საუბრობს.
მისი თქმით, მელიას აქვს მცდელობები, ხელში აიღოს პარტიის ლიდერობა და თვითონ გახდეს რეალური გადაწყვეტილების მიმღები.
ნიკა მელია მელია და მისი მიმდევრები აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან, რაც არაერთხელ გამოჩნდა.რასაკვირველია, შესაბამისად, მას აქვს მცდელობები, რომ აიღოს ხელში პარტიის ლიდერობა და მას აქვს მცდელობები, რომ თვითონ გახდეს რეალური გადაწყვეტილების მიმღები.არის კონფლიქტები. პარტიის შეგნით უფრო ემტი დაიშალა ვიდრე აეწყო. მელიას ჰყავს თავისი საბჭო, ნაყოფიას თავისი ბორდი, განცხადებებშიც ერთმანეთს სცილდებიან. ხატია დეკანოიძე კიდევ ცალკე ხაზს ატარებს“. ამბობს თალაკვაძე.