რამდენიმე დღის წინ დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალებში“ - ზარქუა

22.09.22 15:20
რამდენიმე დღის წინ დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალებში“ - ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, ნიკა მელია ადრე ხოტბას ასხამდა კეზერაშვილს, ახლა კი მისთვის მიუღებელია.

ზარქუა ასევე ამტკიცებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე დღის წინ დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო.

„სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე კეზერაშვილს ხოტბას ასხამდნენ, თითქოს ის იყო დემოკრატიის შუქურა, გადამრჩენელი და ახლა თურმე მიუღებელია, საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიკა მელია დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯომარე თავდაცვის ყოფილ მინიტრს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში გულწრფელობას უწუნებს და ფიქრობს რომ კეზერაშვილი პოლიტიკისგან უნდა დისტანცირდეს.

მსგავსი სიახლეები