„ნაციონალური მოძრაობაში" კლანებს შორის ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია - მდინარაძე

22.09.22 15:32
„ნაციონალური მოძრაობაში" კლანებს შორის ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია - მდინარაძე

მამუკა მდინარაძის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში კლანებს შორის ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში  ბრზოლა მიმდინარეობს, თუ ვის განკარგულებაში იქნება დიდძალი ფინანსები.

ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით კლანებს შორის ბრძოლა არ არის ახალი ამბავი, ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ დაწყებულია და შეეხება იმას, თუ ვის განკარგულებაში იქნება ნაცმოძრაობის მიერ თავის დროზე მოპარული დიდძალი ფინანსები, მათ შორის ომის შემდეგ მითვისებული დიდძალი თანხები“. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილს დაუპირისპირდა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თავდაცვის ყოფილ მინიტრს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში გულწრფელობას უწუნებს და ფიქრობს რომ კეზერაშვილი პოლიტიკისგან უნდა დისტანცირდეს.

მსგავსი სიახლეები