კლანი სასამართლო სისტემაში - არასამთავრობოები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

22.09.22 15:40
 კლანი სასამართლო სისტემაში - არასამთავრობოები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება - 12 არასამთავრობო ორგანიზაცია საგამოძიებო კომისიის შექმნასა და იმ უპრეცედენტო ბრალდებებზე პასუხის გაცემას ითხოვს, რაზეც ყოფილი მოსამართლეები, ანა ღელეყვა,  ნათია ქუთათელაძე და ბესარიონ ალავიძე საუბრობენ.

დაშინებისა და შანტაჟის არაერთი ფაქტი, ასევე, სასამართლო კლანის მმართველობასთან დაკავშირებით ყოფილი მოსასამართლეების ხმაურიან განცხადებები უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი  - ასე  ფიქრობენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე 10-ზე მეტ ორგანიზაციაში.

თუკი ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, იყო ქუჩური გარჩევები, კონკრეტულ საქმეზე მითითებები, ეს არ შეიძლება, ჰაერში დარჩეს და პროკურატურამ ეს განცხადება გაატაროს. 

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ძალები მოქმედებენ სასამართლოში და როგორ ახდენენ ისინი ზეწოლას მოსამართლეებზე. 

საგამოძიებო კომისიას შეუძლია, გამოარკვიოს კონკრეტული ფაქტები, მოიპოვოს მტკიცებულებები, დაკითხოს მოწმეები - აცხადებს იურისტი კახა წიქარიძე.

მსგავსი სიახლეები