აშშ-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის აღჭურვილობა გადასცა
საქართველოში, აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადაეცათ:
ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს"- წერია განცხადებაში.