პრემიერის ხელიდან გაშვებული შანსი - ოპოზიცია ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლას აკრიტიკებს

23.09.22 11:47
პრემიერის ხელიდან გაშვებული შანსი - ოპოზიცია ღარიბაშვილის გაეროში გამოსვლას აკრიტიკებს

პრემიერის ხელიდან გაშვებული შანსი - გაეროში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ოპოზიცია აკრიტიკებს.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, პრემიერისგან ყველა სტრატეგიულ განცხადებას ელოდებოდა, თუმცა ოპოზიციონერი ამბობს, რომ მსგავსი ღარიბაშვილისგან ვერაფერი მოისმინა.

სამადაშვილი, ღარიბაშვილის გამოსვლას დაკარგულ ისტორიულ შესაძლებელობას უწოდებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის 20% არის ოკუპაციის ქვეშ, გამოდის გაეროს ტრიბუნიდან და ასეთ ისტორიულ მომენტში, ვფიქრობ, ყველა ელოდებოდა, ალბათ რაღაცა სტრატეგიულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს მაგალითად დასავლეთს დღეს რუსუეთთან მიმართებაში და უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვერაფერი მსგავსი ვერ მოვისმინეთ. ეს იყო ცარიელი განცხადებები, რაღაცა რეიტინგების მოშველიება, მაშინ, როდესაც ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ისეთია, რომ ასობით ატასი ადამიანი გარბის ამ ქვეყნიდან. ეს იყო დაკარგული ისტორიული შესაძლებელობა“. - ამბობს სალომე სამადაშვილი.

გუშინ, გაეროში სიტყვით გამოსვლისას, ღარიბაშვილმა მსოფლიოსთვის საქართველოს დეოკუპაციაში დახმარების თხოვნის ნაცვლად უმაღლესი ტრიბუნა საკუთარი თავის საქებრად გამოიყენა და იმაზე ილაპარაკა, როგორ მაგარი გუნდი ჰყავს. 

ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან აღიარებითი ჩვენებაც მისცა. 2008 წლის ომში წინა ხელისუფლება არ დაუდანაშაულებია და თქვა, რომ ეს იყო რუსეთის შემოჭრა საქართველოში. არადა, წლებია, აგვისტოს მძიმე დღეებს „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.
 

მსგავსი სიახლეები