ეს იყო საგარეო გამოსვლა, საგარეო კოსტუმი ჩაიცვა - გოცირიძე ღარიბაშვილიზე
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა გაეროში - "ენმ"-ს წევრი რომან გოცირიძე საქართველოს პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს.
ოპოზიციონერის თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგარეო კოსტუმი ჩაიცა, მაგრამ როდესაც ჩამოვა ისევ საშინაო კოსტუმს ჩაიცვამს და კვლავ ამერიკისა და ევროკავშირის ლანძღვას გააგრძელებს
უამრავი ტყუილი, რომ თურმე საქართველოში ცხოვრება დუღს და გადადუღს და ეკონომიკაც თურმე სასიკეთო მდგომარეობაშია. ეს იყო საგარეო გამოსვლა, საგარეო კოსტუმი ჩაიცვა, ახლა, რომ ჩამოვლენ, საშინაო კოსტუმს ჩაიცვამენ და დაიწყებენ ამერიკისა და ევროკავშირის ლანძღვას“. - ამბობს რომან გოცირიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გაეროში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო წამყვან ხუთ ეკონომიკაში შვეიცარიასთან ერთად შედის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამართლიანობის ინდექსის შესაბამისად საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში. ხოლო მსოფლიოში პირველ ადგილას ბიუჯეტის გამჭვირვალობით.