თუ "ოცნება" ხელს შეგვიშლის, „ეფესბეს“ შეფებთან კავშირს დაადასტურებს - ოპოზიცია საგამოძებო კომისიაზე
პარლამენტში საგამოძიებო კომისია უკვე დარეგისტრირებულია. ოპოზიციამ 51 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმის მობილიზება შეძლო და ახლა პროცესები სესიაზე გადაინაცვლებს.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას შეეცდება იმისთვის, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლოს ვახტანგ გომელაურის „ეფესბეს“ მაღალჩნოსნებთან კავშირის გამოძიება, რომელიც მათი თქმით, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს შინაგან საქმეთა მინისტრსა და „ქართულ ოცნებას“.
"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ თუ "ოცნება" პროცესს ხელს შეუშლის, ეს მმართველი გუნდისა და რუსი მაღალჩნოსნების კავშირის დადასტურება იქნება.
თუ „ქართული ოცნება“ ხელს შეუშლის ღიად, ეს იქნება ლუსტრაცია იმისა, რომ მათ ეშინიათ, რომ მათი კავშირები არ დადასტურდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს გოგაშვილს და მისი დაბარება ამ პროცესს არსებით და მნიშვნელოვან ინფორმირებას გაუწევს“. - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
დიდი ალბათობით, საკითხის კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ორ კვირაში მოხდება.