შსს-ს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა და სისტემის მხილების სერიას აანონსებს

23.09.22 13:09
შსს-ს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა და სისტემის მხილების სერიას აანონსებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა და სისტემის მხილების სერიას აანონსებს. 

ამის შესახებ გიორგი ირემაშვილმა „პირველებს“ მეილზე წერილი მოგვწერა.

ირემაშვილი წლების განმავლობაში გომელაურის უწყებაში მაღალ თანამდებობზე მუშაობდა. 

ასევე, ფაქტობრივად მისი შექმნილია მოსმენების სისტემაც.

მან კარგად იცის მოსმენების სისტემა, იცის როგორ უსმენენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, იცის როგორ მუშაობს აგენტური ქსელი ძალოვან უწყებაში და სად არის მოსმენების საიდუმლო სამსახურის ოფისები, სადანაც ბიძინა ივანიშივილი მისივე გუნდს აკონტროლებს. 

თბილისში, ირემაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ ყიოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა.

ბინა დაკეტეეს და ისრაელში წავიდა მთელი ოჯახი საცხოვრებლად. როგორც ვიცით, ბოლო წლები თანამდებობაზე არარ მუშაობდა“ - ამბობს მეზობელი.
 

მსგავსი სიახლეები