გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ყველა ქონება კანონიერი გზით შეძენილია - გოგაშილის ადოკატი

23.09.22 13:14
გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ყველა ქონება  კანონიერი გზით შეძენილია - გოგაშილის ადოკატი

სოსო გოგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ქონება, რომელსაც ამ წუთებში გოგაშვილების ოჯახს უყადაღებენ, კანონიერი გზით არის შეძენილი და ეს 2019 წელს პროკურატურამაც დაადასტურა. ამასთან, რამაზ ჩინჩალაძე ხაზს უსვამს, რომ სასამართლო განჩინებაში მხოლოდ ქონების დაყადაღების შესახებ წერია, ხოლო "ამორება" ნახსენები არ არის. 

სისხლის სამართლებრივი დევნის უწყებამ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წელს ამ ქონებებთან დაკავშირებით ვერანაირი დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და გამოძიების დაწების საფუძველიც კი ვერ დაინახა და ხელში მიჭირავს კონკრეტული დოკუმენტი და 2022 წელს იგივე საკითხებთან დაკავშირებით უკვე გამოძიება დაწყებულია, ქონებები დაყადაღებულია და ამოღებულია და დღეს ავტომანქანები გადაჰყავთ. თუ ქონება ყადაღდება და ეს მოძრავია, წერია, რომ ამოღება უნდა მოხდეს, მაგრამ იმავე კოდექსში წერია, რომ უნდა არსებობდეს აუცილებლობა, რომ დაყადაღებული ქონებით სარგებლობის უფლება შეეზღუდოს მესაკუთრეს. ჩვენ მოპოვებული გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ყველა ქონება არის კანონიერი გზით შეძენილი, ყველა თანხის წარმომავლობა დადასტურებულია და წარდგენილი გვაქვს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სამწუხაროდ, იმის იმედი, რომ ახლა ამ ქონებებს ყადაღები მოეხსნება, არ არის, - ამბობს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.

სოსო გაგაშვილის ოჯახში დილიდან  ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამომძიებელთა  ჯგუფი ავთო ვარაზის ქუჩაზე დილით ადრე გამოჩნდა და სახლში შეშვებას ითხოვდა. ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ ძალოვანები კიდევ ერთ ჩხრეკას გეგმავდნენ და სუსის დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახზე ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების  გამოჩენის შემდეგ რეალობა შეიცვალა. 

სუსის თანამშრომლებმა  გოგაშვილის ოჯახს განუმარტეს, რომ  ადგილზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდნენ და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები უნდა დააყადაღონ. 

მსგავსი სიახლეები