შესაძლოა, რამე პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი - ნინო გოგაშვილი გამომძიებლებზე

23.09.22 13:19
შესაძლოა, რამე პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი - ნინო გოგაშვილი გამომძიებლებზე

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის შევილი ნინო გოგაშვილი ამბობს, რომ ქონება, რომელზეც სუსის გამომძიებლები ამ წუთებში ყადაღას ადებენ, კანონიერი გზით არის შეძენილი. სოსო გოგაშვილის შვილი არ გამორიცხავს, რომ ავტომობილებში მათ რამე "ჩაუდონ", რადგან გამომძიებლებს  მანქანები არ დაულუქავთ. 

შესაძლოა, რამე პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი ზუსტად, რადგან დალუქული არ არის ეს მანქანები, შესაძლოა, კიდევ რამე ჩაგვიდონ ამ მანქანებში და დაგვაბრალონ კიდევ ერთხელ, რომ რაიმე დანაშაული. შესაბამისი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოსო გოგაშვილის შეძენილ ქონებებთან დაკავშირებით არ გამოკვეთილა არანაირი კანონდარღვევა, მას რაიმე ქონება არალეგალურად არ შეუძენია. დღეს საპირისპიროს გვიმტკიცებს პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი. საინტერესოა, როდის დაუშვა პროკურატურამ შეცდომა, 2019 წელს, როცა ეს ოფიციალური დოკუემნტი გამოგვიგზავნეს, თუ დღეს? ეს ყველაფერი არის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითი, - ამბობს ნინო გოგაშვილი. 

სოსო გაგაშვილის ოჯახში დილიდან  ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამომძიებელთა  ჯგუფი ავთო ვარაზის ქუჩაზე დილით ადრე გამოჩნდა და სახლში შეშვებას ითხოვდა. ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ ძალოვანები კიდევ ერთ ჩხრეკას გეგმავდნენ და სუსის დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახზე ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების  გამოჩენის შემდეგ რეალობა შეიცვალა. 

სუსის თანამშრომლებმა  გოგაშვილის ოჯახს განუმარტეს, რომ  ადგილზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდნენ და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები უნდა დააყადაღონ. 

 

მსგავსი სიახლეები