რამდენ ადამიანს უსმენს "ოცნება" და რა არის სინამდვილეში მითებში ჩაძირული "ოტო" - ირემაშვილი მხილებას აანონსებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დუმილს არღვევს.
გიორგი ირემაშვილი „პირველებთან“ მოსმენების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის ახლო მომავალში გაამჟღავნებს, თუ რა არის სინამდვილეში „ოტო“ და რამდენი ნომრის მოსმენის რესურსი აქვს.
ირემაშვილი ამბობს, რომ შსს-დან თავისი ნებით 5 ივლისის შემდეგ წამვიდა.
ყურადღება მიაქციეთ ასევე რა დროს ვმუშაობდი, შსს გენერალურ ინსპექციაში. ამ დროს იყოფოდა შსს და სუს-ი ერთმანეთისგან. კვირეების განმავლობაში, ღამეები მაქვს გატარებული, ეხლა რომ გახმაურდა მაგ ცნობების გადარჩევაში. მაშინ იყოფოდა, რა რჩებოდა სუს-ში და რა უნდა წაეღო შსს-ს. იმდენად რამდენადაც იშვიათია საქართველოში ადამიანი, ვისაც ჩემზე უკეთესად ესმოდეს "ოტო", მთლიანად ჩამრთეს ამ გაყოფის პროცესში. მე მოგიყვებით სნამდვილეში რა არის "ოტო", რამდენი ნომრის მოსმენის რესურსი აქვს მთლიანობაში, რამდენ ადამიანს უსმენენ და მთლიანად ამ მითებში ჩაძირული "ოტო"-ს ანატომიას. პოლიციიდან წამოვედი 5 ივლისის მერე, ჩემი ნებით და ჩემი პატაკით, არავის გამოვუგდივარ". - ამბობს ირემაშვილი.
გიორგი ირემაშვილმა "პირველებს" წერილი მოგვწერა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე დეტალურად საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილს 20 % მოუმატა.