ლარსის გამშვები პუნქტი ისევ პარალიზებულია - ადგილზე "ლელოს" წევრები ჩავიდნენ
რუსეთიდან საქართველოსკენ მომავალი ავტომობილების მრავალკილომეტრიანი საცობი ვლადიკავკაზიდან იწყება, რაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტამდე დაახლოებით 32 კილომეტრია.
ასეთი ნაკადი საზღვრის ამ მონაკვეთს არ ახსოვს.
ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღე რიგში დგანან და ყველა სატრანსპორტო საშულაბით ცდილობენ საზღვრის გადმოკვეთას.
ადგილზე ვითარების გასაცნობად ცოტა ხნის წინ პარტია "ლელოს" წევრები ჩავიდნენ.
გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ლარსზე გადმოდიან არ არინ ტურისტები, ისინი არიან რუსეთის რეჟიმს გამოქცეული ტოლვილები და „ოცნება“ ხელს უწყობს მათ უკონტროლო შემოდინებას საქართველოში.
ეს ადამიანები არ არიან ტურისტები, ისინი არიან ლტოლვილები. ისინი ძალიან კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციას გამოურბიან, კერძოდ, სამხედრო მობილიზებას. ძალიან თვალშისაცემია, როდესაც აქ დგახარ და ხედავ, თუ რას აკეთებს „ოცნების“ მავნებელი ხელისუფლება, როდესაც ასე უკონტროლოდ უშვებს რუსეთის მოქალაქეების მიგრაციას საქართველოში“. - ამბობს გრიგოლ გეგელია