რაც გაეროში პრემიერმა თქვა, სრული სიმართლეა, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ირაკლი ზარქუა
მმართველი პარტია საქართველოს პრემიერის გაეროში გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მაღალი ეკონომიკური მიღწევების შესახებ რეალობას შეესაბამება.
,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე, ირაკლი ზარქუა, განმარტავს, რომ საქართველოში იმაზე უფრო დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი, ვიდრე ეს ევროპის მეწინავე ქვეყნებშია.
საქართველომ შეძლო ის, რომ უკვე მეორე წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. რჩება მაღალი ინფლაცია და მაღალი ფასები, თუმცა, თქვენ რომ შეხედოთ, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში, ლიტვა-ლატვია-ესტონეთში, არის 22%, ხოლო ჩვენთან - 10,9%. კლების ტრენდი გვაქვს.
იმედი მაქვს, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მაქსიმალურად ამ ინფლაციურ პროცესებს მოვთოკავთ. ამიტომ მგონია, ის, რაც ითქვას პრემიერის მიერ, სრული სიმართლეა - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
,,საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 9 %-მდე გაიზარდა, რაც ჩვენი მთავრობის პროაქტიული ზომების შედეგია" - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.