მთელ პასუხისმგებლობას შოთაძეს, ლილუაშვილს და გომელაურს ვაკისრებ - თეა მარტყოფლიშვილი
სოსო გოგაშვილის ოჯახი ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ პროვოკაციებს არ გამორიცხავს. სუსის ყოფილი მაღლჩინოსნის ცოლი პირდაპირ ამბობს, რომ მათი ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას შოთაძეს, ლილუაშვილს და გომელაურს აკისრებს.
თეა მარტყოფლიშვილის თქმით, თუ მას და მის შვილებს, ასევე სოსო გოგაშვილს რაიმე ფატალური შეემთხვევა, ეს მხოლოდ ხელისუფლების ბრალი იქნება.
მთელ პასუხისმგებლობას შოთაძეს, ლილუაშვილს და ვახტანგ გომელაურს ვაკისრებ ჩვენს კუთვნილ მანქანებში რომ რამე აღმოჩნდეს. და მინდა აქედან საზოგადოებას ვუთხრა, რომ 15 ძვირადღირებული მანქანა კი არ ამოიღეს, სამი ავტომანქანა ამოიღეს. ბოლო მუქარა არის, რომ იცოდეთ, ოჯახის ლიკვიდაცია და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაიგოთ, რომ გოგაშვილის ცოლ-შვილი ჩაცხრილული ნახოთ და სოსო გოგაშვილი კიედვ რატო ბრეგაძის მე-12 დაწესებულებაში მოკლული ნახოთდ ა მერე გამოვიდეს რატი ბრეგაძე და თქვას, რომ 7 დღე კამერები წყობიდან გამოვიდა, - თქვა მარტყოფლიშვილმა.
სოსო გაგაშვილის ოჯახში დილიდან ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამომძიებელთა ჯგუფი ავთო ვარაზის ქუჩაზე დილით ადრე გამოჩნდა და სახლში შეშვებას ითხოვდა. ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ ძალოვანები კიდევ ერთ ჩხრეკას გეგმავდნენ და სუსის დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახზე ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ რეალობა შეიცვალა.
სუსის თანამშრომლებმა გოგაშვილის ოჯახს განუმარტეს, რომ ადგილზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდნენ და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები უნდა დააყადაღონ.