ღარიბაშვილმა მინისტრებს ნამახვანში ჩასვლა დაავალა

04.03.21 11:29
ღარიბაშვილმა მინისტრებს ნამახვანში ჩასვლა დაავალა

ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონიმიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს  და ნამახვანჰესის საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დაავალა. ღარიბაშვილის თქმით, ენერგოუსაფრთხოება ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია, თუმცა ყევლა არსებულ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. 

 

მინდა გამოვეხმაურო ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს, მათ მიერ გამოთქმულ წუხილს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში გაჩნდა და კითხვები არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი. მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, მინდა, ვთხოვო  ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს ისინი  პირადად ჩავლენ ადგილზე და დაიწყებენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას. მინდა ვთხოვო ჩვენს სხვა  მინისტრეს რომ პარლამენტშიც გამართოთ პარლამეტშიც მოვიწვიოთ შესაბამისი დაინტერესებული პირები. ამ საკითხზე გაიმართოს მოსმენები და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად. წლიდან წლამდე იზრდება იმპირტირებული ელექტროენერგია.ყოველ წელს საშუალოდ ასი მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს რაც  ამ ეტაპზე არ ხდება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია - თქვა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია 28 თებერვალს ქუთაისში გაიმართა.