ექსკლუზივი: "ცდილობენ ჩვენ შემოგვტენონ" - ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული ექსპერტის სკანდალური ჩანაწერი
ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულმა ექსპერტმა, დავით თუშიშვილმა, სანამ მას პოლიციელები ხელბორკილებს დაადებდნენ, ექსკლუზიური ინტერვიუ "პირველებს" მისცა.
შადრევნის ექსპერტიზაზე მომუშავე სპეციალისტი მერიას ამხელს და პირდაპირ ამბობს, რომ ცდილობენ "ყველაფერი მათ შეტენონ".
თუშიშვილმა თქვა, რომ "საქმეს უკერავენ" და "განტევების ვაცის" ძებნას ცდილობენ:
საქმეს კერავენ! იცი რაშია საქმე? - ამათმა ლაბორატორიასაც რომ დაარტყან, რეალურად გამოდის, გამოდის, რომ მერიას ერთი უსაქმურების ბანდა ჰყავდა სამსახურად. იგივე კალაძეზე დარტყმაა, მიხვდი რაშია საქმე?! არ უნდათ იმას დაარტყან და აბა ვინ იქნება განტევების ვაცი, აბა გამოიცანი?!
იმ ხელშეკრულებაში, რომელიც აქვს მერიას და "გრინ სერვისს" , იქ პირდაპირ წერია, რომ ტექნიკური ზედამხედველობა უნდა გაეწია ამ სამუშაოებზე მერიის მერიის ლაბორატორიას. რეალურად, მაგათმა გააკეთეს ეგ ზედამხედველობა. ტექნიკური მდგომარეობა მათ უნდა ჩაეტარებინათ, უნდა შეემოწმებინათ ყველაფერი"- აცხადებს დავით თუშიშვილი.
ჩანაწერში ექსპერტი ამბობს, რომ მას ევალებოდა მხოლოდ შადრევნის პროექტის ფინანსურ ნაწილზე დასკვნის მომზადება და სხვა არაფერი. მისივე თქმით, შადრევნის უსაფრთხოების შემოწმების ვალდებულება მერიის ლაბორატორიას ჰქონდა.
ჩვენზე უნდათ შემოტენვა, თუმცა რეალურად, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ დაგვავალეს ხარჯთაღრიცხვა, წმინდა ბუღალტერია რაც არის. შესრულებული სამუშაოების მოცულობები შეესაბამებოდა თუ არა რეალობას. ფინანსური ნაწილი შემოწმდა ჩვენს მიერ. ისე გამოჰყავთ ამათ საქმე, რომ თითქოს ჩვენ შევამოწმეთ შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა და მაგაზე გავეცით დასკვნა. შადრევნის ტექნიკური მდგომარეობა, სადენები როგორაა დაერთებული, ელექტრო ნაწილი რაც არის, ფარული სამუშაოს აქტებია. ესენი ჩვენს მიერ არც შემოწმებულა. იქ დასკვნაში ეწერა, რომ დავეყრდენით ფარული სამუშაო აქტებსო. შადრევანი ჩართულიც არ მინახავს'- თქვა დაკავებამდე ექსპერტმა.
უდრო მეტიც, დავით თუშიშვილმა თქვა, რომ მათ მიერ დადებული დასკვნა შუალედურია.
ეს დასკვნა არის შუალედური, სამუშაო რომ არ არის დასრულებული. მაგ ხარჯთაღრიცხვით მე რა დოკუმენტაციაც მქონდა, რაზედაც ჩვენ ისნპექტირება გავაკეთეთ, ისიც კი არ ირკვეოდა, ეს შადრევნის ნაწილი დასრულებული იყო თუ არა"- აცხადებს ექსპერტი"- დასძინა მან.