უკრაინამ ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა

20.10.22 15:24
უკრაინამ ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა

ვოლიდიმირ ზელენსკის ბრძანება N 727  - უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში,  არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

სანქცირებლთა სიაში გვხვდება ქართული წარმომავლობის ბიზნესმენებიც:

  1. დავით იაკობაშვილი
  2. რუსეთში მოქმედი ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძე
  3. ალექსანდრე ჯაფარიძის შვილი, გიორგი ჯაფარიძეც

ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტი ზელენსკი ბრძანებს - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიის შესახებ დაუყოვებლივ აცნობოს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა სახლემნიწფოებსაც, რათა მსგავსი შემზღუდავი ზომები მათაც გაატარონ. 

რას გულისხმობს სანქცია: 

  • აქტივების დაბლოკვას,
  • ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას,
  • უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას,
  • ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.

 

მსგავსი სიახლეები