უკრაინის მიერ მისი ოჯახის დასანქცირება არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის - სამადაშვილი

21.10.22 15:22
უკრაინის მიერ მისი ოჯახის დასანქცირება არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის - სამადაშვილი

"ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი უკრაინის მიერ ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის ბოლო გაფრთხილებაა.

სამადაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ზუსტად იცის, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რატომ დაასანქცირა ივანიშვილის ოჯახი. 

მთავარი ამოცანა, რაც დღეს მმართველ პოლიტიკურ ძალას, ანუ ივანიშვილის პროექტს აქვს, ეს არის ივანიშვილის კერძო ინტერესების დაცვა, თუნდაც ეს იყოს სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ეჭვი მეპარება, რომ უკრაინის ხელისუფლებას ადარდებს რეალურად „ქართული ოცნების“ პასუხი. იმიტომ რომ მათ, როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამენ, ძალიან კარგად იციან, რისთვის დგამენ და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება  ივანიშვილისთვის, რომ ისიც პოტენციურად მოხვდება დასანქცირების სიაში, თუ არ შეიცვლება პოლიტიკა“. - ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში,  არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

მსგავსი სიახლეები