ღარიბაშვილი-კობახიძის გაკრიტიკება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ივანიშვილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა- მშვენიერაძე

03.11.22 11:52
ღარიბაშვილი-კობახიძის გაკრიტიკება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ივანიშვილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა- მშვენიერაძე

ღარიბაშვილი-კობახიძის გაკრიტიკება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ივანიშვილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავა - ამის შესახეხებ "ტვ პირველს" იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებელი ციხეში ივანიშვილის გადაწყვეტილებით ზის: 

ის რომ "ქართული ოცნების" ზოგიერთ წარმომადგენელს, ეს იქნება ბატონი ღარიბაშვილი თუ ბატონი კობახიძე, შესაძლოა ქალბატონმა სალომემ გააკრიტიკოს, ეს იმას არანაირად არ ნიშნავს, რომ მას ანალოგიური დამოკიდებულება ექნება იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომელსაც ბატონი ივანიშვილი იღებს. ნიკა გვარამიას პატიმრობა სწორედ ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტილებაა"- თქვა მშვენიერაძემ. 

მისივე შეფასებით, დღეს პატიმრობაშია არა პესონალურად ნიკა გვარამია, არამედ დაპატიმრებულია  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა. 

მსგავსი სიახლეები