პური 26.1%-ით, კვერცხი და ყველი 22.1%-ით, ზეთი 18.3%-ით გაძვირდა - ახალი მონაცემები
2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.5%-ით გაიზარდა - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10.6% შეადგინა.
ირკვევა, რომ ბოლო ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 15.8%-ით გაიზარდა, ტრანსპორტი 11.6-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 13.5%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 16.8%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 11.3%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 9.6%-ით, ხოლო განათლება 6.5%-ით.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- პური და პურპროდუქტები + 26.1%
- რძე, ყველი და კვერცხი + 22.1%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 21.9%
- ზეთი და ცხიმი + 18.3%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 20.6%
- თევზეული + 12.3%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 16.9%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 9%
- ბოსტნეული და ბაღჩეული + 3.5%
- ხილი და ყურძენი + 3.4%;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14%-ით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6%-ით, რაც 1.38%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (13.2%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8%).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5%-იანი მატება, რაც 1.31%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე - 27%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.1%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.7%).