დეოლიგარქიზაციის საკითხი უხერხულობას უქმნის რადიკალურ ოპოზიციას - გია ვოლსკი

03.11.22 13:15
დეოლიგარქიზაციის საკითხი უხერხულობას უქმნის რადიკალურ ოპოზიციას - გია ვოლსკი

ქართული ოცნების წევრი,  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს რომ მმართველი გუნდის სამართლიანი მიდგომა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიმართ გარკვეულ უხერხულობას უქმინის რადიკალურ ოპოზიციას. ვოლსკის განცხადებით ისინი ამ თემაზე საერთო პოლემიკაშიც კი არ ერთვებიან.

ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით იმდენად სამართლიანია, რომ გარკვეული უხერხულობები შეუქმნა რადიკალურ ოპოზიციას ამ თემაზე საერთო პოლემიკაში ჩართვისათვისაც კი. არის საუბარი ზოგადად, არის საუბარი, როგორც სჩვევიათ, ბიძინა ივანიშვილზე, ქართულ ოცნებაზე, ზოგადად, დამოკიდებულებაზე ცალკეული საკითხების მიმართ, მაგრამ კანონპროექტზე არ არის ლაპარაკი." - გია ვოლკსი

84 მომხრე და 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა ,,ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი ანტოკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ პირველი მოსმენით მიიღო. 

,,ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონპროექტს ბოიკოტი გამოუცხადა

მსგავსი სიახლეები