"მიმართვას აზრი არ აქვს" - გიორგი ვაშაძე ნიკა გავამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან საუბარს არ აპირებს

03.11.22 13:39
"მიმართვას აზრი არ აქვს" -  გიორგი ვაშაძე ნიკა გავამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან საუბარს არ აპირებს

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნიკა გავამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან საუბარს არ აპირებს. 

მისი თქმით, პრეზიდენტისთვის მიმართვას აზრი არ აქვს. 

ჩვენ შეხვედრაზე არ ვიქნებით, არცერთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილთან. არაფერი სალაპარაკო ამ თემაზე არ მაქ, რადგან დღესავით ნათელია რომ მას  შეწყალების მექანიზმი აქამდეც უნდა გამოეყენებინა. უფრო მეტსაც ვიტყვი შეწყალების მექანიზმი უნდა გამოიყენოს, როგორც გარამიას ასევე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ეს არის ცალსახა პოზიცია ჩვენი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დანარჩენი? არც მიმართვას აქვს აზრი და არც არაფერს. ძალიან კარგად იცის ზურაბიშვილმა რა უნდა გააკეთოს. თუ ამ ნაბიჯს ის არ დგამს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ის არის ერთი ყველაზე იაფფასიანი ჭანჭიკი ოლიგარქული რეჟიმის ხელში“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები