მიმართვა პრეზიდენტს - ოპოზიციამ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ოპოზიციამ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საპარლამენტო პარტიები მიმართვას პრეზიდენტს უგზავნიან და შეხვედრას ითხოვენ. პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას ციხეში ჩატოვებით იზრდება პოლარიზაცია და უარესდება მედია გარემო, რაც ამცირებს ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსს.
"პირველების" ინფორმაციით, წერილის გაგზავნამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ოპოზიციას შორის უკვე შედგა კომუნიკაცია და სალომე ზურაბიშვილმა უკვე იცის, რომ მასთან პოლიტიკურ ლიდერებს შეხვედრა უნდათ:
მზად ვარ პირადად, რა თქმა უნდა, ვესაუბრო მას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რაც გულისხმობს იმას რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ეს არ არის შიდა პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი მხოლოდ, ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატის განვითარების მიმართულებით. გარდა შეხვედრისა, რომელიც ალბათ უფრო მისი სურვილი უნდა იყოს პირველ რიგში, ეს არის მოთხოვნა, მიმართვა და ეს ოფიციალური მიმართვა უკვე გავრცელდება და ჩათვალეთ რომ ჩვენ ვითხოვთ ნიკა გვარამიას შეწყალებას მედია თავისუფლების ნაწილში და კონტექსტში.“ - უთხრა "პირველებს" ხატია დეკანოიძემ.
შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.
ლელოს ინიციატივა იყო რომ მიშელის ხელმომწერმა პარტიებმა გავმართოთ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და მივმართოთ მას თხოვნით იმის თაობაზე, რომ განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი და პირადად განვიხალოთ მასთან ჩვენი არგუმენტაცია. შესაბამისად მომზადდა წერილი სალომზე ზურაბიშვილის სახელზე, რომელსაც ხელს მოაწერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები“ - სალომე სამადაშვილი