სისხლიანი მილიონების მიმღებმა ოლიგარქებმა, სააკაშვილ-კეზერაშვილებმა, ძალაუფლება არ უნდა დაიბრუნონ- კობახიძე
ირაკლი კობახიძე პრაქტიკულად ადასტურებს, რომ ოლიგარქთა რეესტრში მხოლოდ ხელისუფლებისთვის არასასურველი ადამიანები მოხვდებიან. ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ისევ სააკაშვილ-კეზერაშვილს ემუქრება.
დღეს პირველი მოსმენით მივიღეთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა. აქედან გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები არიან სინამდვილეში დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგები. მათი პირდაპირი სუბიექტური ინტერესია, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა. ეს ოლიგარქები ვიცით, ვინ არიან: სააკაშვილები, კეზერაშვილები, სხვები.
ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. ამიტომ არ დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტს.
ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტის განხილვას, რადგან მიგვაჩნია, რომ დეოლიგარქიზაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია.
პრონციპულად მნიშვნელოვანია, რომ იმ ოლიგარქებმა, ვინც ხალხის ხარჯზე სისხლიანი ფული, მილიონები მიიღეს, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმაა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით კანონპროექტი დამტკიცებულია. ხმა დოკუმენტს, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქების რეესტრში შეყვანას ბლოკავს, მისცეს ,,ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა ე.წ. ხუნდაძე-სუბარის დაჯგუფებამ.
კანონის თანახმად, ოლიგარქების რეესტრში ივანიშვილის გარდა შეიძლება, მოხვდეს ნებისმიერი მდიდარი ადამიანი, ვინც პოლიტიკაშია.