აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო - კობახიძე გვარამიას საქმეზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებას "სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევად" აფასებს:
„ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა“,- თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, "პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში".
ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პირდაპირ ამბობს, რომ "გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა".