"პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებობა ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს" - კელი დეგნანი
"პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებობა ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა განაცხადა.
კელი დეგნანი ამბობს, რომ მიუკერძოებელი სასამართლოსა და პოლიტიკურ დევნაზე უარის დაპირება ,,ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას ჯერ კიდევ არჩევნებამდე მისცა.
ელჩის თქმით, აშშ ახორციელებდა და კვლავაც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარადჭერას დემოკრატიის გზაზე
შეერთებულმა შტატებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერის, უსაფრთხო და პერსპექტიული დემოკრატიული სახელმწიფოს მისაღწევად.
მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა ამ კუთხით მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკური დევნის არსებობაც კი ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. მმართველი გუნდის ლიდერებმა ხალხს ეს დაპირება საპარლამენტო არჩევნების წინ მისცეს, რომ გადადგამდნენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.
ნებისმიერი რამ, რაც ხელს შეუშლის მას, რისკის ქვეშ დააყენებს, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს.
აშშ-ში ჩვენ ვიცავთ და ვაღმერთებთ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. იცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის დასაყრდენია. სწორედ ეს გვაძლევს გამძლეობას, გავუმკლავდეთ სხვადასხვა გამოწვევას. იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც.
ქართველი ხალხი კიდევ და კიდევ ამბობს, რომ სურს ძლიერი დემოკრატია. მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი.
შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხლხის სურვილის მხარდაჭერას! - განაცხადა კელი დეგნანმა.