თუ არ გაათავისუფლებენ გიორგი მამალაძეს, უკიდურესი ზომები იქნება მისაღები - მეუფე პეტრე აქციების გამართვას არ გამორიცხავს
ევროსასამართლოს მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ჭყონდიდის განყენებული მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე "ტვ პირველთან" აფასებს და საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებამ ტყვეობაში მყოფი სასულიერო პირი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს.
მეიფე პეტრე ცაავა იმაშიც დარწმუნებულია, რომ თუ საზოგადოების ზეწოლა არ იქნება, "ქართული ოცნება" აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
თეთრი შავზე ჩანს, რომ გიორგი მამალაძემ ეს პროცესი მოიგო. ფაქტობრივად, სამართლიანმა სასამართლომ მისი მხარე დაიჭირა. საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა 2017 წლიდანვე იცოდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმე შეკერილი იყო.
აღიარებს ევროპული სასამართლო, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ულტიმატუმი უნდა წაუყენოს საზოგადოებამ, მეც მიმაჩნია, რომ ამაში მეც უნდა მივიღო მონაწილეობა, რომ რაღაც გონივრულ ვადაში თუ მამალაძეს არ გაათავისუფლებენ, რაღაც უკიდურესი ზომებია მისაღები, ეს იქნება პერმანენტული აქციების სახით საპატრიარქოსთქან თუ მთავრობის ადმინისტრაციასთან, "ქართული ოცნების" ოფისთან თუ ასე შემდეგ"- თქვა "პირველებთან" პეტრე ცაავამ.