პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ენმ-ში ყოფნას მეტად იმსახურებენ - წითლიძე მამულაშვილის წასვლაზე

04.11.22 11:43
პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ენმ-ში ყოფნას მეტად იმსახურებენ - წითლიძე მამულაშვილის წასვლაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ პარტიიდან ნონა მამულაშვილის წასვლა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. მისი თქმით, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სიაშ ყოფნას მეტად იმსახურებენ. 

ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ყველა ახალ კადრს, მოვიდეს პარტიაში, იპოვოს თავისი თავი, დაკვიდრდეს პოლიტიკაში და იბრძოლოს „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ. ვიღაცეები ამას უძლებენ, ვიღაცეები ამას ვერ უძლებენ. ნონა სულ რაღაც ერთი წელია, მოვიდა პარტიაში თუ წელიწადნახევარი, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად იმსახურებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ყოფნას. ვერ გავითვალისწინებ ახლა მისგან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამისგან დაიცალა, - ამბობს წითლიძე.  

შეგახსენებთ, რომ ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და პარტია  "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა. 

მსგავსი სიახლეები