ოპოზიცია კალაძეს საკრებულოში იბარებს - ხელისუფლების ოპონენტები კრიტიკული კითხვების დასასმელად ემზადებიან
კახი კალაძეს ოპოზიცია ისევ საკრებულოში იბარებს.
ოპოზიცია ამბობს, რომ დედაქალაქის მერთან კითხვები დაგროვდა, თუმცა კალაძე პასუხების გაცემას ისევ თავს არიდებს.
დღეს საკრებულოში თვითმმართველი ორგანოს სხდომაა ჩანიშნული. ოპოზიცია ამ სხდომაზე კითხვებით შეიარაღებული მიდის.
დედაქალაქში ბოლო დროს გახშირებულ ტრაგიკულ შემთვევებს ოპოზიცია სწორედ მერიის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმს უკავშირებს.
"ენმ"-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, მისი მთავარი კითხვა მკვლელ შადრევანს შეეხება, ასევე კითხვები აქვს იმ ტოტალურ კორუფციაზე, რომელიც, მისი განცხადებით, მერიაშია გამეფებული.
„ჩვენი მთავარი კითხვები იქნება ამ მკვლელ შადრევანთან დაკავშირებით. ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ კახი კალაძე საკრებულოს ოპოზიციას და არ მოვიდა რიგგარეშე სხდომაზე. ასევე საუბარი იქნება იმ ტოტალურ კორუფციაზე, რომელიც მერიაშია გამეფებული, მათ შორის, საქმეა აღძრული კალაძის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე. საკითხები ძალიან ბევრია და ვახოთ, რამდენად მზად იქნება „ოცნება“ კითხვებზე პასუხების გასაცემად“. - ამბობს ირაკლი ნადირაძე.